ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებიდან წავიდა

ქართველმა ფეხბურთელმა, ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ხიზანიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ხიზანიშვილი წერს, ფაქტია, რომ ამ ნაკრებში მისი ადგილი აღარ არის.

"დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც ბედნიერი ვარ ამით. უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე. მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან სამწუხაროდ უკვე ეროვნული ნაკრების გარეშე. ამ წლების განმავლობაში 400- მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და თურქეთის უმაღლეს ლიგებში. მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა.

იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია. მინდა,  მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს ვისთან ერთადაც მქონია პატივი ეროვნული ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დიდი მადლობა ყველას.

არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის. მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად", - განაცხადა ხიზანიშვილმა.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხიზანიშვილი ფინეთთან მატჩში განაცხადში არ შეყვანის გამო უკმაყოფილო იყო. როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ქეცბაიამ ფინეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა, ხიზანიშვილმა გუნდთან ერთად ავტობუსით არ იმგზავრა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია