"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცხელი ხაზის მომსახურება კიდევ უფრო ეფექტური გახდება. "ენერგო-პროს" ინფორმაციით, აბონენტთა მომსახურების კუთხით , ცხელი ხაზი კომპანიის საქმიანობაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. აბონენტები მისი მეშვეობით იღებენ სასურველ ინფორმაციას ელექტროენერგიის მიწოდების, ახალ აბონენტად აყვანის, ქსელის რეაბილიტაციის და სხვა საკითხების თაობაზე.
"აბონენტებისთვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ამდენად, "ენერგო–პრო ჯორჯია" ხელს უწყობს თანამშრომლების პროფესიული ტრეინინგების ჩატარებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს კადრების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებას. მიმდინარე თვეს პროფესიული ტრეინინგი ჩაუტარდა ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯიას" აბონენტთა მომსახურების განყოფილების სპეციალისტებს. ტრეინინგი ჩატარდა "კაპ ბიზნეს ლაბორატორიის" ტრეინინგ ცენტრის მიერ თემაზე "ეფექტური სატელეფონო მომსახურება". აღნიშნულ ტრეინინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კომპანიის ცხელი ხაზის განვითარების და გაუმჯობესების კუთხით. თეორიასთან ერთად, აბონენტთა მომსახურების სპეციალისტებმა გააკეთეს არაერთი პრაქტიკული სავარჯიშო და მონაწილეობა მიიღეს სიმულაციებში, რომელებიც ეყრდნობოდნენ რეალურ მაგალითებს," – აღნიშნულია ინფორმაციაში. "ენერგო–პრო ჯორჯია" განაგრძობს კომპანიის თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. კვალიფიციური კადრები არის ხარისხიანი მომსახურების გარანტი, შესაბამისად, კომპანიაში სისტემატურად ტარდება სხვადასხვა ტიპის პროფესიული ტრეინინგები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"