კომუნალური გადასახადების ვაუჩერების დარიცხვა ნოემბრიდან განახლდება

თბილისის მცხოვრებლებისთვის კომუნალური გადასახადების ვაუჩერების დარიცხვა ნოემბრიდან განახლდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელმა, მამუკა ქაცარავამ განუცხადა, თბილისელებს ნოემბერსა და დეკემბერში ელექტრონერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადის დასაფარად 20-20 ლარი დაერიცხებათ.

"ენერგომატარებლების ვაუჩერებისთვის წლევანდელ ბიუჯეტში თითოეულ აბონენტზე გამოყოფილი იყო ასი ლარი. ჩვენ ეს თანხა ლოგიკურად გადავანაწილეთ ხუთ თვეზე, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით მაღალია. იანვარში, თებერვალსა და მარტში ყველა აბონენტს დაერიცხა 20 ლარი. დამატებით ნოემბერსა და დეკემბერში ყველა აბონენტს, მათი რიცხვი 400 000-მდეა, დაერიცხება 20 -20 ლარი. ეს თანხა ნოემბერში აღნიშნული იქნება მათ ქვითრებზე. ეს 20 ლარი ნაწილდება კომუნალური მოხმარების სამ კომპონენტზე - ელექტრონერგიაზე და დასუფთავებაზე - 8.15 ლარი, ხოლო წყალზე 3.15 ლარი"-განაცხადა ქაცარავამ.

მისივე თქმით, კომუნალური გადასახადების ვაუჩერთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირად ანგარიშებზე 50 ლარი დაერიცხებათ.

"გარდა ამ ასი ლარისა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ვისაც 70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულა ჰქონდა, გათვალისწინებული იყო 150 ლარი. მათ ეს თანხა უკვე ჩაერიცხათ აპრილსა და აგვისტოში, მესამე 50 ლარი კი დეკემბერში ჩაერიცხებათ პირად ანგარიშზე. ასეთი 40 000 ზე მეტი ოჯახია",-განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ