საგადასახადო ორგანო გადამხდელთან შესვლის შემთხვევაში ბოლო 3 წლის ინფორმაციას შეამოწმებს

მთავრობა საგადასახადო სისტემის ჰუმანურობასთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებას ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისრტმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს.

"ერთ-ერთი რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ, იქნება ის, რომ ფინანსთა მინისტრს უფლება აღარ ექნება, განმარტოს კანონი. აბსოლუტური ნონსენსია, ერთმა ადამიანმა განმარტოს კანონი. გარდა ამისა, საგადასახასო ორგანო როგორც წესი, სწავლობს ბოლო 6 წლის დოკუმენტაციას, ჩვენ ამ ვადის 3 წლამდე შემცირებას ვფიქრობთ", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2017 წლიდან, საგადასახადო ორგანო გადამხდელთან შესვლის შემთხვევაში მხოლოდ ბოლო 3 წლის ინფორმაციას შეამოწმებს.

როგორც ხადურმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია ერთიანი სახაზინო კოდი. "დღეს ყველა გადასახადი ცალ-ცალკე ირიცხება, რაც გადამხდელებს პრობლემებს უქმნის და შესაძლოა, რაიმე შეცდომის გამო სერიოზული ფინანსური სანქციები დაეკისროს. ჩვენ ამას ვცვლით და ამიერიდან გადასახადის ჩარიცხვა ერთ კოდზე მოუწევთ. ვფიქრობ, ესეც ძალიან გაუმარტივებს ბიზნესს მუშაობას", - აღნიშნა ხადურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე