კერძო იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო გახდება

კერძო იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო გახდება. შესაბამისი ცვლილება სამოქალაქო კოდექსში, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში და "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში შედის.

როგორც მთავრობის დღევანდელის ხდომის შემდეგ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით სანოტარო დამოწმების სავალდებულო წესი აღდგება.

გარდა ამისა, კერძო იპოთეკის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერიც განისაზღვრება.

"საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი იქნება წლიური 2,5%, ხოლო ყოველთვიური – ამ მაჩვენებლის მეთორმეტედი ნაწილი. 2,5% აითვლება საშუალო საბანკო წლიური განაკვეთიდან. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში გარკვეული სიახლეებია იმისთვის, რომ ცოტა მეტი შვება მიეცეთ იმ პირებს, რომელთა მიმართაც აღსრულება ხდება. მათ შეუძლიათ წინსმწრები აუქციონის მოთხოვნა, სადაც საწყისი საბაზრო ფასის ლიმიტი არ იქნება. სეკვესტრის შემთხვევაში შესაძლებელია ალტერნატიული აღსრულების საშუალებების მოთხოვნაც", - განაცხადა ბარამიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი