შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა "ბაზისბანკს" საკრედიტო ხაზი გამოუყო

საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე "ბაზისბანკსა" და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს (BSTDB) შორის ხელშეკრულება გაფორმდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბაზისბანკიდან" აცნობეს, ცერემონიალს დაესწრებიან "ბაზისბანკისა" და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის "ბაზისბანკისა" და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის პირველი შემთხვევა. 2012 წლის 2 მარტს "ბაზისბანკსა" და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 4 მილიონი აშშ დოლარის განახლებადი საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე ექსპორტიორებისა და იმპორტიორების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით.

აღნიშნული საკრედიტო ხაზი წარმატებით იქნა ათვისებული. განხორციელდა საერთაშორისო ვაჭრობის 14 მსხვილი ტრანზაქცია. აქედან 30% ექსპორტის, 70% იმპორტის კუთხით. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რის შედეგადაც BSTDB-იმ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით 6 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, რომელიც ასევე მოხმარდება ვაჭრობის განვითარებას.

პროექტი აგრძელებს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიმდინარე პროგრამას საქართველოში, რომელიც ვაჭრობის დაფინანსებას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია