შინაგან საქმეთა მინისტრი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიასა და იმ სოფლებში იმყოფებოდა , სადაც ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მხრიდან მავთულხლართების გაბმის პროცესი სისტემატურად მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, მინისტრი დიდი ხურვალეთის, დიცის, დვანის, ერგნეთის და კარალეთის მოსახლეობას შეხვდა, არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათგან მავთულხლართების ფიქსაციით გამოწვეული სირთულეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ალექსანდრე ჭიკაიძემ ადგილობრივ მოსახლეობას აცნობა, რომ ყველა არსებულ პრობლემაზე სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. სამინისტროს თანამშრომლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. მინისტრის მითითებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის რეგიონში გაძლიერდა შსს-ს ქვედანაყოფების პატრულირების ინტენსივობა. მავთულხლართების გაბმის საკითხი და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული სხვა პრობლემები როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ყოველთვიურ შეხვედრებზე სოფელ ერგნეთში, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აქტიურად განიხილება.

ალექსანდრე ჭიკაიძემ კარალეთში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზა დაათვალიერა და ასევე, სამინისტროს იმ ქვედანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც მოვალეობას ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებენ.

იხილეთ ვიდეო: შს მინისტრმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი