პირიქითა ხევსურეთი პირაქეთა ხევსურეთს 25 კილომეტრიანი გზის მონაკვეთით დაუკავშირდება

პირიქითა ხევსურეთი პირაქეთა ხევსურეთს 25-კილომეტრიანი გზის მონაკვეთით დაუკავშირდება. ახალი სამშენებლო გზის პროექტის პრეზენტაცია გუშინ საღამოს რუსთაველის თეატრში გაიმართა.

ღონისძიებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რეგიონულლი განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ღონისძიებას ლიტერატურულ-თეატრალური სახე ჰქონდა და არხოტელი ხევსურების, მათი ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ ვრცელ მასალას მოიცავდა, რომელიც წარმოდგენილი იყო ძირითადად დოკუმენტური კინოფირის, ლექსებისა და ჩანაწერების სახით.

ღონისძიებაზე ბარისახოს ეკლესიის მოძღვარმა, მამა იოსებ გაჩავამ მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამ პროექტის კურთხევისთვის, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რეგიონული განვითარების მინისტრ დავით ნარმანიას, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს და ამ პროექტს დღეს საფუძველი ჩაეყარა.

პრეზენტაციაზე ბარისახოში გზის მშენებლობის შესახებ, ასევე ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გააკეთეს ილია მეორემ, დავით ნარმანიამ. მასზე ხელმოწერა შეეძლო დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს და ამით გამოეხატა თავისი დამოკიდებულება ამ გზის მშენებლობასთან და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.

პრეზენტაციაზე მყოფთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა. "ხევსურებო, არ შეგაშინოთ გაჭირვებამ. არანაკლები გაჭირვება უნახავთ მოხევეებს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გაჭირვებას არ უნდა შევურიგდეთ. უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს გაჭირვება. ეს გზა იქნება გაჭირვებიდან გამოსვლის გზა. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

რეგიონული განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყება და 25 კილომეტრიანი იქნება. გზა პირიქითა ხევსურეთს პირაქეთა ხევსურეთთან დააკავშირებს. მანამდე ეს გზა საერთოდ არ არსებობდა და მხოლოდ საცხენოსნო ბილიკი გადიოდა. ახალი გზა არხოტამდე ჩავა. მინისტრის თქმით, ეს გზა ძალიან სტრატეგიული და ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია მისი მშენებლობა.

ამასთან, ჟურნალისტებთან პროექტის შესახებ კომენტარი გააკეთა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა. მისი თქმით, გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 490 000 ლარია საჭირო. მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან შეთანხმება და დოკუმენტაციის მომზადება, რათა აღნიშნულმა ბანკმა გზის მშენებლობა დააფინანსოს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, დღეისთვის არხოტში მხოლოდ 4 ოჯახი სახლობს. თუ გზის მშენებლობა არ მოხდება, ისინიც დატოვებენ ამ ტერიტორიას, რომელიც ინგუშეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობვა აქვს.

გასული საუკუნის 30-იან წლებში არხოტში 80-მდე ოჯახი სახლობდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია