თსუ-ში დღეს "ლაზური ლექსიკონის" პრეზენტაცია გაიმართება

თსუ-ში დღეს ალი თანდილავას წიგნის "ლაზური ლექსიკონი" პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ფილოლოგისა და ისტორიკოსის, ალი თანდილავას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნის "ლაზური ლექსიკონი" პრეზენტაცია-გაყიდვა გაიმართება.

ალი თანდილავა 1949 წლიდან გარდაცვალებამდე (1985 წლამდე) მუშაობდა "ლაზური ლექსიკონის" შედგენაზე. ნაშრომის გამოცემაში თსუ-ის პროფესორებმა: მერაბ ჩუხუამ, ნათელა ქუთელიამ, ლალი ეზუგბაიამ და ლილე თანდილავამ მიიღეს მონაწილეობა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა