საპატრიარქოსთან ერთი აქცია უკვე დასრულდა

სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს უარყოფითი პოზიციის მოწინააღმდეგეებმა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის საპატრიარქოსთან სიმშვიდეა, თუმცა შენობასთან ისევ რჩებიან საპატრიარქოს მხარდამჭერები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიცია ურთიერთსაპირისპირო აქციების მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვით მიჯნავდა, რათა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარიყო.

საპატრიარქოს პოზიციის მოწინააღმდეგეებს შორის ნინია კაკაბაძეც იმყოფებოდა.

მისი თქმით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ბევრ პრობლემატურ საკითხზე იყო საუბარი, თუმცა ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით პატრიარქის პოზიცია მისთვის მიუღებელია.

საპატრიარქოსთან საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა. აქციების მონაწილეებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებიც.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ