სახალხო დამცველი - ქუთაისის მიუსაფართა თავშესაფარში ბენეფიციარებს ანტისანიტარიულ პირობებში ყოფნა უწევთ

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქუთაისში, მიუსაფართა თავშესაფარში ბენეფიციარებს ანტისანიტარიულ პირობებში ყოფნა უწევთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, 2014 წლის 9 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქუთაისში მიუსაფართათვის სპეციალურად გახსნილ თავშესაფარში. ამ დროისათვის თავშესაფარში განთავსებულია ოთხი ბენეფიციარი. მიუსაფართათვის გაშლილია ორი კარავი.

"ბენეფიციარების განმარტებით, რამდენიმე ადამიანმა დატოვა თავშესაფარი გაუსაძლისი პირობების გამო. სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ თავშესაფრის დათვალიერებისას გაირკვა, რომ კარვებში განთავსებულ ბენეფიციარებს უწევთ ანტისანიტარიულ პირობებში ყოფნა, არ არიან უზრუნველყოფილნი პირველადი მოხმარების საგნებით (კოვზი, ჩანგალი, თეფში) წვიმის დროს ჩამოდის წყალი.

როგორც ცნობილია, თავშესაფრის მოწყობა საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოხდა, შესაბამისად სახალხო დამცველი მოუწოდებს ქუთაისის მერიას თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურადღება გამოიჩინოს",-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელეულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია