რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაში მონაწილე პირებს ასახელებს

რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაში მონაწილე პირებს ასახელებს. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რუსუდან შარაძემ განაცხადა , რომ გურამ შარაძის საქმეში უმნიშვნელოვანესი მოწმეა ყოფილი პოლიციელი და მეგის ქარდავას დაქვემდებარებაში მყოფი პირი გურიკა ქადარია. მისი განცხადებით, სწორედ მას დავაალა მეგის ქარდავამ გურამ შარაძის მკვლელობა.

"გურამ შარაძის მკვლელობის სისრულეში მოსაყვანად მეგის ქარდავამ გურიკა ქადარიას უბრძანა ზუგდიდიდან თბილისში ორი სპეცრაზმელის- გიას ფაჩულიას და თემურ ჯგერენაიას გადაყვანა. ესენი არიან ის სპეცრაზმელები, რომლებსაც მეგის ქარდავას გეგმის მიხედვით, მამაჩემი უნდა მოეკლათ. მეგის ქარდავამ გურიკა ქადარიას წინასწარ 5 000 დოლარი გადაუხადა", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

იგი მოითხოვს დაიკითხოს მის მიერ დასახელებული ყველა პირი და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, დაიწყოს გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება. რუსუდან შარაძე ასევე მოითხოვს, რომ მის მიერ დასახელებული მოწმის, გურიკა ქადარიას სიცოცხლე და უსაფრთხოება შესაბამისი უწყებების მიერ იყოს დაცული.

გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისის ცენტრში მოკლეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია