პრობაციის სააგენტოს დელეგაციამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი შეხვდა აშშ–ის პრობაციისა და სასჯელაღსრულების ასოციაციის პრეზიდენტს კარმენ როდრიგესს. შეხვედრის დროს განიხილეს პრობაციონერებს შორის რეციდივული დანაშაულის თავიდან აცილების საკითხები, აგრეთვე, პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ძირითადი ასპექტები.

როგორც გიორგი არსოშვილმა აღნიშნა, პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციონერების რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის საკითხებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სააგენტოში მიმდინარე წელს შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული სამუშაო ვიზიტის დროს, გიორგი არსოშვილმა და კარმენ როდრიგესმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის, ქართული მხარის მიერ დასავლური გამოცდილების გაზიარების და დანერგვის საკითხები.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა