თბილისში სოფიკო ჭიაურელის ბიუსტი გაძარცვეს

თბილისში, სიონის სკვერში საქართველოს სახალხო არტისტის,  სოფიკო ჭიაურელის ბიუსტი გაძარცვეს. ბიუსტი ოთხი მცირე ზომის ქანდაკებისგან შედგებოდა, თუმცა ახლა მხოლოდ ორი პატარა ქანდაკება დგას. დანარჩენი ქანდაკებების ადგილი ცარიელია.

სიონის სკვერში მხოლოდ სოფიკო ჭიაურელის მიერ შესრულებული როლების - "მეეზოვის" და "კინტაურის" გამომხატველი პატარა ქანდაკებებია დარჩენილი, მოპარულია "ფუფალას" და "მრეცხავი ვარდოს" ქანდაკებები.

სოფიკო ჭიაურელის ბიუსტი სიონის სკვერში 2009 წელს დაიდგა. მისი ავტორია ლევან ვარდოსანიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს