პირველი მარტიდან "კავკასუს ონლაინი" ინტერნეტ მომსახურებას აძვირებს

"კავკასუს ონლაინი" პირველი მარტიდან ინტერნეტ მომსახურებას გააძვირებს. ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსს”  კომპანიიდან აცნობეს, მომსახურების გაძვირებასთან ერთად გაიზრდება ინტერნეტის სიჩქარეც.

"კავკასუს ონლაინის" მინიმალური პაკეტის ღირებულება, რომლის სიჩქარეც 5 მბ–ით იწყებოდა და 20 ლარი ღირდა, პირველი მარტიდან სიჩქარე გაორმაგდება და 10 მბ ინტერნეტის ფასი - ახალ პაკეტში 25 ლარი იქნება. რაც შეეხება დანარჩენი პაკეტების ფასებს, კომპანიის ინფორმაციით, 30 მბ - 35 ლარი, 50 მბ - 45 ლარი, 100 მბ - 100 ლარი ეღირება.

ცალკე შეიქმნა სპეციალური ტარიფი რეგიონებისათვის 5 მბ - 20 ლარად, რომლითაც მომხმარებლები რუსთავსა და ფოთში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც ისარგებლებენ. თბილისში მომხმარებელი თვითონ აირჩევს რომელი ახალი პაკეტით ისარგებლებს 1 მარტიდან, ხოლო თუ მითითებულ პერიოდამდე, მომხმარებელმა ეს არჩევანი არ გააკეთა, ავტომატურად ჩაერთვება არსებული პაკეტით გათვალისწინებული სიჩქარის შესაბამისი ახალი პაკეტი გაზრდილი სიჩქარით.

პაკეტის ცვლილების შესახებ ინფორმაციას ყველა მომხმარებელი ინდივიდუალურად,  სმს შეტყობინების სახით მიიღებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა