დავით კეზერაშვილს შესაძლოა, მონაკოში 7 600 000 დოლარი  დაუყადაღონ

არ არის გამორიცხული, დავით კეზერაშვილს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში 7 600 000 დოლარის ოდენობის თანხა დაუყადაღონ. აღნიშნული თანხის დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში , პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა დააყენა.

კონტრაბანდული სპირტის საქმეზე ბრალდების განხილვისას პროკურორმა აღნიშნა, რომ ახლახანს აღმოაჩინეს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში კეზერაშვილის მიერ განთავსებული თანხა. ბრალდების მხარე ეჭვობს, რომ აღნიშნული თანხა დაკავშირებულია სწორედ იმ ბრალდებასთან, რომელსაც კეზერაშვილს კონტრაბანდული სპირტის საქმეზე უყენებენ.

კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის განცხადებით კი, აღნიშნულ თანხას კავშირი არ აქვს ბრალდების პერიოდთან. ადვოკატის განმარტებით, ბრალდების ეპიზოდი ეხება 2007-2011 წლებს, ხოლო თანხა, რომლის დაყადაღებასაც პროკურორი ითხოვს, მონაკოს ბანკში განთავსებულია 2012 წელს.

როგორც მინდელმა დღევანდელი პროცესის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმება.

დაყადაღდება თუ არა მონაკოს ბანკში არსებული 7 600 000 დოლარი, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო შემდგომ პროცესზე მიიღებს. შემდეგი პროცესი 24 თებერვლისთვის არის ჩანიშნული.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, დავით კეზერაშვილს 7 პირთან ერთად ბრალი ედება კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის სქემის მფარველობაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა