ბათუმში ავტობუსის მძღოლების აქციაზე ინცინდენტი მოხდა

ბათუმში გაფიცული ავტობუსის მძღოლების აქციაზე ინცინდენტი მოხდა. როგორც გაფიცული მძღოლი გიორგი შაინიძე აცხადებს, ადმინისტრაციამ შვებულებაში მყოფ მძღოლზე ზეწოლა განახორციელა და ავტობუსის სამუშაოზე გაყვანა მოსთხოვა. მისივე თქმით, რამდენიმე მძღოლი ავტოფარეხის გასასვლელთან დაწვა და ავტობუსის გასვლა შეაფერხა.

"ერთი ავტობუსი გაყავდათ სამუშაოდ. ის მძღოლი არის ზეწოლის ქვეშ. დავწექით გამოსასვლელში და არ გავუშვით. ოჯახშიც მქონდა უკმაყოფილება ხელფასის თაობაზე. მეუღლემ მითხრა, ტელევიზორში გამოაცხადეს 1000 ლარი გქონია ხელფასი და ეს ფული სად მიგქონდაო. უკიდურესი მდგომარეობაა, ვითხოვთ დირექტორის გადაყენებას და ხელფასის მომატებას", - აღნიშნა გიორგი შანიძემ.

აჭარის პროფკავშირების ხელმძღვანელის ილია ვერძაძის განმარტებით, ინცინდენტი მოლაპარაკების საფუძველზე მალევე ამოიწურა და საპატრულო პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

"ჩვენ მივხვდით, რომ ავტობუსის გამოყვანა იყო პროვოკაცია. გაფიცული მძღოლების ნაწილი დაწვა გამოსასვლელში. მძღოლს გავესაუბრეთ და დავარწმუნეთ, რომ არ უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციის იარაღი, მან ისმინა ჩვენი საუბარი და ავტობუსი დააბრუნდა ავტოფარეხში", - აღნიშნა ილია ვერძაძემ.

ავტობუსის მძღოლი რევაზ დუმბაძე ავტობუსის სამუშაოზე გაყვანას ბანკის დავალიანების პრობლემას უკავშირებს. როგორც მან განმარტა, უმუშევრად ყოფნა ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.

"მანქანა რომ ავამუშავე და გასვლას ვაპირებდი პრობლემა შეიქმნა და გავჩერდი. უმუშევრობა არ მაწყობს, ბანკის ვალები მაქვს", - აღნიშნა რევაზ დუმბაძემ.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ისინი შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის გათავისუფლებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. როგორც მძღოლი ვაჟა გოგელია განმარტავს, საწარმოს დირექტორი გია ლორია მძღოლებზე ზეწოლას ახორციელებდა და პროფკავშირების გაერთიანებიდან გამოსვლას სთხოვდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები