თემურ ალასანია უკრაინაში მის ჩასვლას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზეზით ხსნის

გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილი წარმომადგენელი და საქართველოს ექსპრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია უკრაინაში მის ჩასვლას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზეზით ხსნის.

"რამდენადაც გავიგე, საქართველოში მავანს არ მოსწონს ჩემი უკრაინაში ყოფნა. დავიწყებ იმით, რომ ეს მათი საქმე არ არის. მეორე, უკრაინაში ვიყავი იმიტომ, რომ წავყევი ჩემს დის შვილს. სხვათა შორის, ის მარტო დადის აქეთ-იქით. ნიუ-იორკში მეტროშიც კი მარტო დადის. მას სხვებისგან განსხვავებით არ აქვს იმის საშუალება, რომ გარშემორტყმულმა იაროს თანაშემწეებით, ამიტომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს უსაფრთხოების საკითხიცაა - არ მინდოდა მარტო რომ ყოფილიყო. სხვათა შორის, წინა წასვლაზე ჩემი შვილი გავაყოლე – გიორგი. მიუხედავად იმისა, რას ამბობენ თბილისში, ჩვენ ვიმგზავრეთ ეკონომკლასით. ის ნიუ-იორკშიც ფეხით და მეტროთი დადის. მეორეც, მე მიყვარს უკრაინელი ხალხი და ჩემთვის სულერთი არაა მათი ბედი", - განაცხადა თემურ ალასანიამ გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას.

ამასთან, მისივე თქმით, მას აქვს შეკითხვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თავად რატომ არ იმყოფებოდნენ უკრაინაში. "საკითხი ასე კი არ უნდა იდგეს, რატომ ვიყავი მე უკრაინაში, არამედ ისინი სად იყვნენ, ვისაც ეს არ მოსწონს _ რატომ არ იყვნენ საქართველოს მთავრობის ან მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ნუთუ არ ესმით, რომ წყალგამყოფი პატიოსან და არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს შორის, თავისუფალ ხალხსა და დაჩმორებულ, მონობისთვის გამზადებულ ერს შორის სწორედ დღეს გადის უკრაინის მოვლენების შეფასებაზე და უკრაინელი ხალხის სრულიად ობიექტური და დემოკრატიული მხარდაჭერის მისწრაფებაზე", - აღნიშნა ალასანიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან