სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ქართულ ბაზარზე 2012 წლის იანვარში შემოვიდა და დღეისათვის 3 სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში და ორთაჭალაში. წლის ბოლომდე კი „ფრესკოს“ ქსელს კიდევ სამი ახალი სუპერმარკეტი შეემატება საბურთალოს, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონებში.
სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ გადაწყვიტა მეტ ადამიანს მისცეს საშუალება ისარგებლოს ყველაზე დაბალი ფასებით საქართველოში და 24 მარტიდან ყველა მომხმარებელს, რომელიც „ფრესკოში“ ერთხელ დახარჯავს მინიმუმ 10 ლარს, შეუძლია აიღოს 5%-იანი ფასდაკლების ბარათი და სუპერმარკეტშიშეძენილ ყველა პროდუქტზე გადაიხადოს 5%-ით ნაკლები.
საქართველოს ბაზარზე არსებული ლოიალური ბარათებისგან განსხვავებით, რომლებსაც ქულების დაგროვების სისტემა აქვთ, „ფრესკოს“ ბარათის მფლობელს საშუალება ეძლევა მიიღოს მომენტალური სარგებელი და გადაიხადოს 5%-ით ნაკლები ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას.
„ფრესკო“ გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით, მუდმივად ახალი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ფართო არჩევანით, კომფორტული გარემოთ, 24 საათიანი მომსახურებით დარაც მთავარია ყველაზე დაბალი ფასებით საქართველოში, ეს კი სუპერმარკეტების სიმრავლის მიუხედავად მომხმარებლისათვის მაინც ფუფუნებას წარმოადგენს.
„ფრესკოს“ დიდი უპირატესობა საკუთარი კაპიტალით დაწყებული ბიზნესია, უფრო ზუსტად კი ის ფაქტი, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული სუპერმარკეტები არ არის იჯარით აღებული და კომპანიას არ გააჩნია სასესხო ვალდებულება ბანკების მიმართ. კომპანიის ძლიერ მხარეს მომწოდებლებთან ჩამოყალიბებული ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობაც წარმოადგენს, რაც მათთვის თანხის დროულად გადახდით არის განპირობებული. შესაბამისად, „ფრესკო“ მომწოდებლებისათვის სტაბილური და მყარი პარტნიორია. ყოველივე ზემოთ თქმული კი დაბალი ფასების შენარჩუნების წინაპირობაა.
„ფრესკოს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევა და კომპანიაში მათი შემდგომი ზრდა და განვითარებაა. კომპანიაში ამ ეტაპზე 350 ადამიანია დასაქმებული და ისინი ყოველდღიურად 15,000 მომხმარებელს ემსახურებიან. შემოდგომაზე კი ქსელის გაფართოებასთან ერთად „ფრესკოს“ გუნდს კიდევ 300 ახალი თნამშრომელი შეემატება.
სუპერმარკეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. სუპერმარკეტებში განთავსებულია თონე; სამზარეულო, სადაც მზადდება უგემრიელესი სალათები, მათ შორის სამარხვო, ცომეული და სხვა სახის კერძები; თვითმომსახურე კაფე, საბავშვო კუთხე და პარკინგი,ასევე სუპერმარკეტის შენობაში განთავსებულია აფთიაქი,ბანკი, ყავის კუთხე და ა.შ.
ეწვიეთ სუპერმარკეტების ქსელ ,,ფრესკო“-ს და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში და გამოიყენეთ 5% ფასდაკლების ბარათი რაც კიდევ უფრო დაბალი ფასების მიღების გარანტიაა.
(R)