სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი" ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით, მოლის ცენტალური ატრიუმი გარდენიას ბაღების საგაზაფხულო დეკორაციებით, ჯაზ–ბენდი, დრამერების და აკრობატების შოუები, შამპანურის და შოკოლადის ფანტანები, განსაკუთრებულად საზეიმო განწყობას შეუქმნის მომხმარებელს.
"რაკია ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ცანავას თქმით, "თბილისი მოლი" ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად და დინამიურად განვითარებადი ბრენდია ამ სეგმენტში.
"2 წლის განმავლობაში, ბაზარზე მყარად დავიმკვიდრეთ წამყვანი პოზიცია და კავკასიაში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი ვართ, რომელიც უალტერნატივო სერვისებს სთაზობს როგორც მომხმარებელს, ისე ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და ბრენდებს. 2014 წელს რაკიინი დამატებით 12 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მოლის განვითარებაში. მოლაპარაკების დასკვით ეტაპზე ვართ რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო ბრენდთან, რომელიც მალე თბილისი მოლში დაიწყებს ოპერირებას. ჩვენ გავხდებით უმსხვილესი ბრენდის, აიმაქსის პირველი წარმომადგენლები კავკასიაში. დარწმუნებულები ვართ, რომ თბილისი მოლი მალე, არამხოლოდ უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი იქნება რეგიონში, არამედ ადგილი, სადაც მომხმარებლები, მთელი ოჯახებით, დასასვენებლადაც სიამოვნებით ივლიან", - აღნიშნა ცანავამ.
"თბილისის მოლის" აღმასრულებელი დირექტორის, გარი მაიქლ დანქლის თქმით, "მოლის" განვითარების ტემპი ამ 2 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.
"ბედნიერი ვარ, რომ უკვე თბილისი მოლის 2 წლის იუბილეს ავღნიშნავთ. მოლმა ამ 2 წლის განმავლობაში განვითარების დიდი გზა გაიარა და გვიხარია, რომ განვითარების ტემპი არ შემცირებულა. წელს მომხმარებელს 2 ახალ პროექტს, ევროპული სტანდარტის ბავშვთა გასართობ ცენტრს და ულტრათანამედროვე 5- ეკრანიან კინოთეატრს შევთავაზებთ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ლოიალურობისა და მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა გარი მაიქლ დანქლიმ.
თბილისი მოლი "რაკია ჯგუფის" ერთ–ერთი უმსხვილესი პროექტია. მოლი, რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრია, რომელიც 120 წამყვან სავაჭრო ობიექტს და ბრენდს აერთიანებს.