მაია ფანჯიკიძე და მიროსლავ ლაიჩაკი სლოვაკეთის საელჩოს გახსნიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი , მიროსლავ ლაიჩაკი მიიღო. მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მხარდამჭერია.

"სლოვაკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მხარდამჭერია, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკური ურთიერთობების ძალიან მაღალ დონეში აისახება. ეს ვიზიტი ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებულ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი საკითხების განხილვისთვის. ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სლოვაკი მეგობრების რჩევებს, მათი გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკისა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, შევძლებთ საგარეო პრიორიტეტების და მიზნების უმოკლეს დროში განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თბილისში დაფუძნდა სლოვაკეთის სრულფასოვანი საელჩო, რაც ხელს შეუწყობს არსებული ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

სლოვაკეთის ვიცე პრემიერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. სლოვაკეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, თბილისში საზეიმოდ გახსნიან სლოვაკეთის საელჩოს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს