"დედაენის" შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია ენიჭება

კულტურის სამინისტროში ხვალ, მინისტრი გურამ ოდიშარია "დედაენის" - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულიმეთოდისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ლიტერატორები, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრები.

"საქართველოს მთავრობა ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას მიანიჭებს. ამ დრომდე მას უკვე გააჩნდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ახალი სტატუსი - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართული ენის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის უნიკალურობაზე და ზრდის ამ უძველესი ქართული საანბანე სახელმძღვანელოს მნიშვნელობას. გოგებაშილის "დედაენა" საფუძვლად დაედო სხვადასხვა თაობების მიერ შექმნილ ფუნდამენტურ სასწავლო მეთოდებს, რომლითაც ისწავლება ქართული ენა და მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური კვლევების საფუძველი გახდება", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული, 1876-2014 წლებში გამოცემული, დედაენის გამოცემების უნიკალური კოლექცია გამოიფინება. აქვე იქნება ექსპონირებული საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული იაკობ გოგებაშვილის პასპორტი, ანდერძი წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი და ლამფა, რომლის შუქზეც ცნობილი მწერალი დედაენას ქმნიდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია