"დედაენის" შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია ენიჭება

კულტურის სამინისტროში დღეს, მინისტრი გურამ ოდიშარია "დედაენის" - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზენტაციას გამართავს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ლიტერატორები, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრები.

"საქართველოს მთავრობა ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას მიანიჭებს. ამ დრომდე მას უკვე გააჩნდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ახალი სტატუსი - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართული ენის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის უნიკალურობაზე და ზრდის ამ უძველესი ქართული საანბანე სახელმძღვანელოს მნიშვნელობას. გოგებაშილის "დედაენა" საფუძვლად დაედო სხვადასხვა თაობების მიერ შექმნილ ფუნდამენტურ სასწავლო მეთოდებს, რომლითაც ისწავლება ქართული ენა და მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური კვლევების საფუძველი გახდება", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული, 1876-2014 წლებში გამოცემული, დედაენის გამოცემების უნიკალური კოლექცია გამოიფინება. აქვე იქნება ექსპონირებული საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული იაკობ გოგებაშვილის პასპორტი, ანდერძი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი და ლამფა, რომლის შუქზეც ცნობილი მწერალი "დედაენას" ქმნიდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა