მიხეილ სააკაშვილი - ლუკაშენკო უნდა გვჯობნიდეს უკრაინის მხარდაჭერაში?!

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ბევრად უფრი თამამ განცხადებებს აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში, ვიდრე საქართველოს მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახნაზე აშშ-დან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხმა საერთაშორისო არენაზე დღეს ნაკლებად ისმის. "თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, მარტო მე რატომ უნდა ვლაპარაკობდე?! ყველა ქართველი მინისტრი დღე და ღამე ტელევიზორში უნდა იჯდეს და ამაზე ლაპარაკობდეს. ამის მაგივრად თავს იწონებენ იმით, რომ ნახე, როგორი ზომიერები ვართ. გეგონება სახეზე ხელს თუ აიფარებ და სირაქლემასავით ქვიშაში თავს ჩარგავ, რუსეთი ვეღარ შეგამჩნევს. რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ ამდენი ილუზიით?! ლუკაშენკო ბევრად უფრო თამამ განცხადებებს აკეთებს დღეს უკრაიანზე, ვიდრე საქართველოს მთავრობა. ლუკაშენკომ, რომელიც რუსეთზეა მთლიანად დამოკიდებული, რუსეთის ყველაზე ახლო პარტნიორია, მკვეთრი განცხადება გააკეთა უკრაინის სუვერენეტეტის მხარდასაჭერად და მისი ფედერალიზაციის წინააღმდეგ. მან მისცა უკრაინას გარანტიები, რომ ყველანაირად დაუდგება მხარში რთულ სიტუაციაში. ლუკაშენკო უნდა გვჯობნიდეს უკარინის მხარდაჭერაში, როცა ჩვენი ბედი წყდება?! ლუკაშენკოს არ ემქურება ის ხვალ, რაც საქართველოს", -განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება