"არდიპედია" - პირველი მობილური სადაზღვევო ლექსიკონი საქართველოში

სადაზღვევო კომპანიამ "არდი" სადაზღვევო სფეროსთვის მობილური განმარტებითი ლექსიკონის აპლიკაცია - ,,არდიპედია" გამოუშვა. "არდიპედია" პირველი მობილური, არაკომერციული სადაზღვევო აპლიკაციაა , რომელიც შექმნილია სპციალურად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებთან კლიენტების, პარტნიორების ამპლუაში ან თუნდაც სადაზღვევო, საფინანსო ან საბანკო სექტორში მუშაობენ. ასევე, ეს აპლიკაცია ონლაინ-სახელმძღვანელოა იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სადაზღვევო საქმეს სწავლობენ.

აპლიკაციაში შესულია 700-ზე მეტი სადაზღვევო ტერმინის განმარტება. საძიებო სისტემაში შესაძლებელი იქნება უცხო სიტყვის/ტერმინის მოძებნა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ვინაიდან, ძალიან ხშირია როდესაც ესა თუ ის სადაზღვევო ტერმინი გამოიყენება მისი ლათინური თარგმანით, რაც კიდევ უფრო ართულებს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სადაზღვევო დოკუმენტების წაკითხვას - იქნება ეს სადაზღვევო შეთავაზება, პოლისი თუ ხელშეკრულება. შესაბამისად, აპლიკაციის ორენოვანი საძიებო სისტემა ძალიან აიოლებს უცხო ტერმინების განმარტების მოძიებას და გაცნობას.

დღეიდან ნებისმიერ ადამიანს უკვე შეუძლია დააინსტალიროს "არდიპედია" სმარტფონებში, როგორც Apple Store-დან, ასევე ანდროიდის მარკეტებიდან (Play Store).

სადაზღვევო კომპანია არდი პრიორიტეტს ანიჭებს საგანმანათლებლო პროექტებს. მისი დაფინანსებით სადაზღვევო სფეროში პირველი ქართული სახელმძღვანელო ,,სადაზღვევო საქმე" უკვე გამოიცა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში დაზღვევის სფეროს 20 წლიანი განვითარების ისტორია აქვს, თუმცა აქამდე არც ერთი შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო პროექტი არ დაფინანსებულა.

არდიში მიიჩნევენ, რომ სახელმძღვანელობისა და მობილური ელექტრონული ბიბლიოთეკების გამოცემა ხელს შეუწყობს სადაზღვევო კულტურისა და ცოდნის ამაღლებას ქართულ საზოგადოებაში, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"არდი" მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას მომავალშიც გეგმავს.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან