"ლელოს" იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში ბოლო 80 წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენი დასახელდება

გაზეთი "ლელო" დღეს ბოლო 80 წლის საქართველოს საუკეთესო ქალ და მამაკაც სპორტსმენს დაასახელებს. ღონისძიება კულტურის ცენტრ "მუზაში" 18:30 საათზე დაიწყება.

ქართველი სპორტსმენებიდან მამაკაცებსა და ქალებში, გამოკითხვის შედეგად 5-5 ნომინანტი შეირჩა. მამაკაცებიდან – დავით ყიფიანი, კახა კალაძე, მამუკა გორგაძე, ლევან თედიაშვილი და ვიქტორ სანეევი. ქალებიდან – მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ელენე გედევანიშვილი, ქეთევან ლოსაბერიძე და ნინო სალუქვაძე.

"გამოკითხვის დაწყებისას, მკითხველს სპეციალური გრაფების მეშვეობით ნებისმიერი სპორტსმენისთვის შეეძლო ხმის მიცემა. შემდეგ ამ სპორტსმენებს შორის 5-5 საუკეთესო გამოიკვეთა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში სწორედ მათ შორის მიმდინარეობდა ხმის მიცემა. გამოკითხვა ვებგვერდ www.sportall.ge-ზე მიმდინარეობდა", - აღნიშნა ღონისძიების ერთ-ეთმა ორგანიზატორმა, ლაშა წიკლაურმა.

მისივე თქმით, დღეს დაჯილდოვდება ასევე "ლელოს" მიერ გამოვლენილი 2013 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.

დღევანდელ დაჯილდოების ცერემონიალის პარალელურად, კულტურის ცენტრ "მუზის" ეზოში გაიმართება სპორტული ფესტივალიც, სადაც შეჯიბრები ჩატარდება ფეხბურთში, კალათბურთში. ჭადრაკში საჩვენებელ თამაშს ჩაატარებს ნონა გაფრინდაშვილი.

დღევანდელ ღონისძიებებს, რომელიც გაზეთ "ლელოს" 80 წლის იუბილეს ეძღვნება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი დაესწრებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა