ნინო სუთიძე ბიზნესმენ გოგა ზაქაიძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს

ნოშრევან ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე ბიზნესმენ გოგა ზაქაიძის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს. როგორც ნინო სუთიძემ განაცხადა , სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს შპს "დეველოპმენტში", რომლის მეწილე ნოშრევან ნამორაძეც იყო გოგა ზაქაიძესა და დავით კოდუასთან ერთად, თანხა ფირმაში მხოლოდ გოგა ზაქაიძეს ჰქონდა შეტანილი.

ნინო სუთიძის ინფორმაციით, როდესაც შპს დარეგისტრირდა, მიწა იყიდა სესხით, რომელიც შპს-მ "საქართველოს ბანკიდან" გამოიტანა.

"თანხა ამაში არ ჩაუდია არც გოგა ზაქაიძეს და არც ნოშიკო ნამორაძეს. თანხა გამოტანილი იყო "საქართველოს ბანკიდან" ფირმის სახელზე და უნდა გადაეხადა ყველა მეწილეს", - განაცხადა ნინო სუთიძემ.

ასევე, იგი გამოეხმაურა ბიზნესმენ გოგა ზაქაიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, მან ნოშრევან ნამორაძეს საქორწინო საჩუქრად აგარაკი უყიდა. ნინო სუთიძე აცხადებს, რომ მსგავსი საჩუქარი გოგა ზაქაიძისგან არ მიუღია. რადგან აგარაკი ფირმამ გაცვალა საკუთრებაში არსებულ ფართობში და აგარაკი მიიღო, როგორც ნოშრევან ნამორაძემ, ასევე გოგა ზაქაიძემ.

ნინო სუთიძე აცხადებს, რომ გოგა ზაქაიძე, მიუხედავად იმისა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და ამის შედეგად იქნა დაკავებული, დღემდე აგრძელებს დავით კოდუასთან მეგობრობას.

"ამ ყველაფერს გამოძიება გასცემს პასუხს. გოგა ზაქაიძე დავით კოდუას თამაშს თამაშობდა და ახლაც აგრძელებს კოდუებთან მეგობრობას. ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, და კაცს ამაზე პრეტენზია არ აქვს, რა კომენტარი უნდა გავაკეთო მის განცხადებებზე", - განაცხადა ნინო სუთიძემ.

მან ავტომობილის შესახებაც ისაუბრა და გოგა ზაქაიძის განცხადებას გამოეხმაურა, თითქოს ძვირად ღირებული ავტომობილი ნოშრევან ნამორაძის მეუღლეს აჩუქა. თუმცა, რეალურად მფლობელი კვლავ ის დარჩა. ნინო სუთიძე კი აცხადებს, რომ მას არც მსგავსი საჩუქარი მიუღია გოგა ზაქაიძისგან.

"ავტომობილი მე მისგან ვიყიდე, გენერალური მინდობილობით და განვადებით გამოტანილი ავტომობილის თანხა ამის შემდეგ უნდა ეხადა გოგა ზაქაიძეს, ეს არის ის ავტომობილი, რომლიდანაც ჩამომსვეს და სახელმწიფოს გადასცეს, - განაცხადა ნინო სუთიძემ.

მისი თქმით, გოგა ზაქაიძის არც ის განცხადება შეესაბამება სიმართლეს, რომლის მიხედვით მან ნოშრევან ნამორაძეს ქორწილი გადაუხადა, "ისე არასდროს არ მიჭირდა, რომ ქორწილი ვერ გადამეხადა", - აცხადებს ნინო სუთიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ