თბილისის ზოოპარკს იშვიათი ჯიშის პინგვინები შეემატება

სამხრეთ აფრიკულ პინგვინებს თბილისში, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ჩამოიყვანენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" ეკონომიკური დამატება BPN.ge- სთან საუბრისას თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო შეთხვევა, რადგან საქართველოს ზოოპარკში პინგვინი არასდროს ჰყოლიათ.

20 პინგვინს ინგლისიდან ჩამოიყვანენ. გურიელიძის განმარტებით, "თავისუფალი მიმოსვლის პროგრამის" ფარგლებში, აღნიშნული პინგვინები ინგლისურმა ზოოპარკმა სრულიად უანგაროდ გადმოგვცა.

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ვარაუდობს, რომ პინგვინების ჩამოყვანა ზოოპარკისთვის კომერიციული თვალსაზრისით საკმაოდ მომგებიანი იქნება.

"მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ყოველდღე უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, როდის შეძლებენ ზოოპარკში პინგვინების ნახვას. რადგან ასეთი ინტერესია, ვფიქრობ, პინგვინების სანახავად ზოოპარკში ბევრი ადამიანი მოვა, რაც ზოოპარკის მოგებას გაზრდის", - განაცხადა გურიელიძემ.

შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა პინგვინარიუმის გახსნა, ზოოპარკის ბილეთის ფასის ზრდას, გურიელიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ბილეთის ღირებულება იგივე დარჩება.

რაც შეეხება 20 პინგვინის მოვლის ხარჯებს, გურიელიძის თქმით, ხარჯები დათვლილია და წლის განმავლობაში პინგვინების შენახვა იმაზე ძვირი არ დაჯდება, რაც სხვა ცხოველების მოვლაზე იხარჯება.

სამხრეთ აფრიკული პინგვინი გადაშენების პირას მყოფ წყალქვეშა ცხოველთა რიცხვშია. პინგვინის ეს სახეობა ასევე ცნობილია, როგორც ვირ-პინგვინა, რადგან მათი ხმა, წამოძახილი ძალიან ჰგავს ვირის ყროყინს. იგი მხოლოდ და მხოლოდ აფრიკაში, ნამიბიის სახელმწიფოსთან ახლოს ბინადრობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა