თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ხვალ პოეტ მაყვალა გონაშვილის საიუბილეო ორტომეულის პრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო იმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრი და კულტურის სამინისტრო.
საღამოს მსახიობები ეკა ჩხეიძე და დიმიტრი ტატიშვილი გაუძღვებიან. გამომსვლელებს შორის იქნებიან რეზო ჩხეიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ამირან შალიკაშვილი, ვაჟა აზარაშვილი და ჯემალ სეფიაშვილი.
ღონისძიებაში ანსამბლები "რუსთავი" და "საგალობელი" მონაწილეობენ.