თენგიზ კიტოვანი - შესაძლოა, თურქებმა მთელი აჭარა წაიღონ

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში იმყოფებოდა.

კირნათი საზღვრისპირა სოფელია, სადაც, არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, თურქ მესაზღვრეებსა და კირნათელებს შორის ნეიტრალური ტერიტორიის დახვნასთან დაკავშირებით ინცინდენტი წარმოიქმნა.

როგორც კირნათში მყოფმა თენგიზ კიტოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარღვეულია ყარსის ხელშეკრულება და მოსახლეობას თურქმა მესაზღვრეებმა მიწის ნაკვეთების სარგებლობის საშუალება არ მისცეს.

"გუშინ რომ გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი, წუხელვე წამოვედით, ბათუმში გავათენეთ ღამე და დღეს ამოვედით. მოსახლეობა აღშფოთებულია, დარღვეულია ყარსის ხელშეკრულება. ყველამ იცოდა, სად იყო თურქეთის საზღვარი და სად - საქართველოს. ეს დაარღვიეს მესაზღვრეებმა, გადმოწიეს საზღვარი და თურქეთის დროშა დაარჭეს ჩვენს საზღვრებზე. კონფლიქტური სიტუაცია იყო, მოსახლეობა ავტომატებით გამოყარეს თურქმა მესაზღვრეებმა", - აღნიშნა თენგიზ კიტოვანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე უნდა რეაგირებდნენ აჭარის მთავრობა და ცენტრალური ხელისუფლება, რადგან თურქეთიდან აჭარის მითვისების სერიოზული საფრთხე მოდის.

"ეს არ არის უბრალო საქმე, ხვალ და ზეგ შესაძლოა, მთლიანად აჭარა წაიღონ და ჩვენ ხმა არ ამოვიღოთ. ეგრეც ჩანს კიდევაც, ბათუმი გავსებულია თურქებით და ჩვენი მოსახლეობა განიცდის შევიწროებას. მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი, ცოტა ხანში აქ ყველა პატრიოტი ამოვა და დადგება, ვისაც თავისი სამშობლო და საქართველო უყვარს. ასე უბრალოდ არ არის, მიწები ჩამოგაჭრან. იძახიან სააკაშვილმა გაყიდა აქაურობა, რა უფლება ჰქონდა სააკაშვილს გაეყიდა აჭარის მიწა-წყალი. ამას შესაძლოა, უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ და ამის თქმა არ შეიძლება. შეიძლება, ეს დასაწყისია დიდი კონფლიქტური სიტუაციისა", - აღნიშნა თენგიზ კიტოვანმა.

მოსახლეობის ინფორმაციით, 31 მაისს თურქმა მესაზღვრეებმა დაარღვის საზღვარი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ და კირნათის მოსახლეობას საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავების საშუალება არ მისცეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია