ჟოზე მანუელ ბაროზო თბილისშია

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო თბილისშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად საქართველოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ჩამოვიდა.

თბლისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი რანგის სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე დახვდნენ.

აეროპორტიდან ჟოზე მანუელ ბაროზო ავლაბრის სასახლეში გაემართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, რომლის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ხვალ კი ევროკომისარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენციას გახსნის. ხვალვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს ხვალ დატოვებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს