ზურაბ ჭიაბერაშვილი - წულუკიანი ოლიგარქის ხელში უბრალო იარაღია

წულუკიანის დღევანდელი უპასუხისმგებლო განცხადება ნათელს ხდის, რომ იგი ოლიგარქის ხელში უბრალო იარაღია, - ამისშესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს საღამოს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ისუტიციის მინისტრისა და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხარჯავენ მთელ კაპიტალს არა საკუთარი დაპირებების შესრულებაზე, არამედ "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზე. ქალბატონი წულუკიანის დღევანდელი უპასუხისმგებლო განცხადება ნათელს ხდის, რომ იგი ოლიგარქის ხელში უბრალო იარაღია. პოლიტიკური კონკურენციის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის ნაცვლად უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მთავარ მიზნად დემოკრატიიული წეს-წყობილების მიზანმიმართული რღვევის გამართლება იქცა. მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნა არა ზეწოლით, არამედ შეთქმულებითაა განპირობებული, სრულიად იმეორებს პრემიერ ღარიბაშვილის არაადეკვატურ, ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერისთვის ჩვეულ რიტორიკას. მინისტრმა წულუკიანმა არა თუ ვერ შეძლო წინასაარჩევნო ძალადობის აღკვეთა, არამედ წინა მთავრობის პერიოდზე დაუსაბუთებელი საუბრით თვითონ იქცა ძალადობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების წამქეზებლად. "ქართული ოცნება" არ ენდობა მოქალაქეთა ნებას, ეშინია "ნაციონალურ მოძრაობასთან" თავისუფალ გარემოში ღია კონკურენციის და ცდილობს მის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და ამის მაგალითად სამართალდამცველი უწყებების მიერ ოპოზიციის კანდიდატებზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა.

მისივე თქმით, მარნეულში "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატის მოხსნის მცდელობა და თენგიზ გუნავას წინააღმდეგ აგორებული კამპანია ნათელი მაგალითია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ახლა უკვე თეა წულუკიანიც ყველა ხერხით ცდილობენ, არ დაუშვან "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება.

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ცდილობდა "ქართული ოცნება" რაფალიანცის ოჯახის ტრაგედიის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ასევე კარგად გვახსოვს, როგორ ცდილობდა იუსტიციის მინისტრი იმის ახსნას, რატომ ვერ გამოიძია მისდამი დაქვემდებარებულმა პროკურატურამ თენგიზ გუნავასთვის იარაღის ჩადების ფაქტი. დღევანდელმა განცხადებამ ქალბატონ წულუკიანის მაშინდელი ცინიზმის დონესაც გადააჭარბა", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გარდა ამისა, ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დღეს დილით, მის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, რომელიც თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დურნუქში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატის, სვეტლანა ჯირაშვილის მეუღლეზე განხორციელებულ ზეწოლას ეხებოდა, თეთრიწყაროში "ქართული ოცნების" შტაბის წევრები მიუვარდნენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს წინასაარჩევნო შეხვედრაზე და შტაბის წევრმა თემურ ბეგიაშვილმა გაიმეორა მუქარა, რომ "ნამდვილად დაამტვრევდა ფეხებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არჩევნებზე მისვლის შემთხვევაში. არ გვაქვს იმედი, რომ მინისტრი წულუკიანი თუნდაც ამ ფაქტზე მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამაზე სწორ რეაგირებას საქართველოს მოქალაქეები მოახდენენ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია