ჯიქიას ქუჩის მოსახლეობას ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება

ჯიქიას ქუჩის მოსახლეობასა და აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე ობიექტებს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდებათ. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით , გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გაზის მიწოდება ჯიქიას ქუჩის მოსახლეობასა და აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების და კომერციულ ობიექტებს 25 ივნისს, 10:00-დან 17.00 საათამდე შეეზღუდება.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე