ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება

მე მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და ეს პროექტი იქნება ისტორიული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის მულტიფუნქციური პორტის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს ბუნებრივად ეს ადგილმდებარეობა და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სტრატეგიული ადგილმდებარეობა გონივრულად და ეფექტურად გამოვიყენოთ. ამ პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ტერიტორიების გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა. ანაკლიის პორტი სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მთელს რეგიონში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას აქცევს ლოჯისტიკურ ჰაბად. ასეთ მასშტაბურ პროექტს ვთავაზობთ დღეს ინვესტორებს და ინტერესთა გამოხატვის პროცედურას გახსნილად ვაცხადებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ყველა დაინტერესებულ კომპანიას ექნება საშუალება, დადგენილი წესით შეიტანოს განაცხადი.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პორტმა ფუნქციონირება მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 წელიწადში უნდა დაიწყოს.

"ამ პროექტის განხორციელების შედეგად გაჩნდება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. მე ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პროექტი ძალიან დიდ რეზონანს გამოიწვევს და ამით დაინტერესდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიები. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები. დაინტერესდა ჩინეთი, აშშ, გერმანია. უმსხვილესმა კომპანიებმა უკვე გამოხატეს ინტერესი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ანაკლიის პროექტი იქნება სამაგალითო ინვესტიციების შემოდინების კუთხით. ეს იქნება ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ სწორად ვარჩევთ პრიორიტეტებს და სწორი მიმართულებით მივდივართ. მხოლოდ ძლიერი, წელში გამართული, მეზობლებისთვის საიმედო პარტნიორი ქვეყანა შეძლებს, ღირსეულად დაძლიოს პრობლემები და უპასუხოს გამოწვევებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია