ედუარდ შევარდნაძეს ხვალ დაკრძალავენ

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ხვალ დაკრძალავენ. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით დაასაფლავებენ.

სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი სამების ტაძარში ხვალ, 13:00 საათიდან დაიწყება. ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, უცხოელი სტუმრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ექსპრეზიდენტს სამების ტაძრიდან 14:45 საათზე გამოასვენებენ. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ დაიძვრება. დაკრძალვის ცერემონია 16:00 საათზე გაიმართება.

ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში 7 ივლისს გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1928 წლის 25 იანვარს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა.

1959 წელს დაამთავრა ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად. 1972-1985 წლებში იყო საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი, 1985-1990 წლებში - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი იყო. თანამდებობიდან ის "ვარდების რევოლუციის" შედეგად გადადგა.

ედუარდ შევარდნაძე 1995 წლის ნოემბერში ხმების 74%-ით აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, 2000 წლის 9 აპრილს, კი ედუარდ შევარდნაძე ხმათა 82%-ით მეორე ვადით იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. მასზე სამჯერ განხორციელდა თავდასხმა, მათ შორის 1992 წელს აფხაზეთში, 1995 წელს საქართველოს პარლამენტის შენობის ეზოში, 1998 წელს კი, რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ