სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ სამ ახალ სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ წლის ბოლომდე კიდევ სამ ახალ სუპერმარკეტს ხსნის. „ფრესკოს“ ქსელის რიგით მეოთხე სუპერმარკეტი 30 ოქტომბერს საბურთალოზე (ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის კვეთა), რიგით მეხუთე 20 ნოემბერს ჩუღურეთში (ჩიქობავას ქუჩ #22), ხოლო მეექვსე საახალწლოდ 25 დეკემბერს ნაძალადევში (გურამიშვილის გამზირი #61) გაიხსნება. თითოეული მათგანი არანაკლებ 4000 კვ. მეტრზეა განთავსებული.

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეისათვის სამ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანსა და ორთაჭალაში. „ფრესკოში“ ამ დროისთვის 350 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანია დამატებით კიდევ 400 ახალ სამუშო ადგილს შექმნის.

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასებს, კომფორტულ გარემოს და 24 საათის განმავლობაში მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

„ფრესკოს“ სუპერმარკეტებში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური წარმოების პროდუქტები, რომელთა ხარისხზეც "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს. ისარგებლეთ „ფრესკოს“ 5%-იანი ფასდაკლების ბარათით და მიიღეთ ყველაზე დაბალი ფასები საქართველოში.

„ფრესკოს“ სუპერმარკეტებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. თითოეულ მათგანში განთავსებულია თონე, სამზარეულო, თვითმომსახურე კაფე, საბავშვო კუთხე და პარკინგი. ასევე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო wi-fi ინტერნეტით.

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ამით გაჩერებას არ აპირებს. 2015 წლის განმავლობაში კომპანია ქსელს კიდევ უფრო გაფართოებს, რაც დამატებით 4 ახალი სუპერმარკეტის გახსნას გულისხმობს და 2015 წლის ბოლოს „ფრესკო“ ბაზარზე უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი.

გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ!

www.fresco.ge

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია