"ქართული სპორტის ქომაგები" ქართველი გულშემატკივარის მიერ "არმენიას" სკანდირებას კატეგორულად უარყოფს

"ქართული სპორტის ქომაგები" ბაქოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადება ფან-კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩვენი ორგანიზაცია მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესს. ჩვენს ინტერესებში შედის მხოლოდ ქართული სპორტის ქომაგობა და ქვეყნის სახელის დაცვა, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

ბანერი, რომელზეც გამოსახულია ერთიანი საქართველოს რუკა, არ დამზადებულა კონკრეტულად ამ მატჩისთვის. აღნიშნული ბანერი ერთი წლის წინ დამზადდა და ყველა სპორტულ ასპარეზობაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ თან გვქონდა. ბანერზე დატანილია ოთარ ჭილაძის სიტყვები: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია". ამ სიტყვების არსსა და შინაარს ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად იზიარებს. მსგავსი დემონსტრაციული საქციელით ჩვენ გვსურდა, ქართველი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი ისტორიული მიწების არსებობის შესახებ.

ბანერზე მკაფიოდ არის გამოსახული საქართველოს ის ტერიტორია, რომელსაც აღიარებს მსოფლიო საზოგადოება (აფხაზეთი და სამაჩაბლო), ხოლო დანარჩენილი ნაწილი ნაჩვენებია, როგორც დაკარგული ტერიტორიები.

ვთხოვთ, ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პირს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და ჩვენს ორგანიზაციას ნუ გააიგივებენ მაპროვოცირებელ ძალასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც "ქართული სპორტის ქომაგის" წევრები აცხადებენ, მათი მიზანი არ ყოფილა რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა და ამით ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის უთანხმოების წარმოშობა.

"გვინდა გამოვეხმაუროთ აზერბაიჯანული მხარის ერთ-ერთ ბრალდებას, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი გულშემატკივარი სკანდირებდა "სომხეთს". აღნიშნული ფაქტი არის სიცრუე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ფაქტი ქართველი ქომაგების ტრიბუნაზე არასდროს დაფიქსირებულა და არც დაფიქსირდება.

ჩვენთვის შეურაცხმყოფელია საჩხერის "ჩიხურას" ხელმძღვანელი პირების განცხადებები, რომლებმაც ნაცვლად საკუთარი გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვისა, მოგვიხსენიეს კლუბის ინტერესების შემლახველ ძალად და ბრალი დაგვდეს ვაი-გულშემტკივრობაში. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე ასეული წევრი აქტიურად უჭერდა მხარს საჩხერის "ჩიხურას" თბილისურ მატჩებში.

გვინდა შევახსენოთ კლუბის ხელმძღვანელობას ჩვენი მოთხოვნა თურქულ "ბურსასფორთან" დაპირისპირების დროს, როდესაც სტუმარი გუნდის გულშემატკივრებმა იმპერიალისტური ბანერი გადმოფინეს ტრიბუნაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა უგულებელყოფილი იყო.

ვფიქრობთ, უმჯობესი იქნებოდა, მსგავსი აქტიური და მტკიცე პოზიცია აღნიშნულ ფაქტზეც რომ ჰქონოდათ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული სპორტის ქომაგები" მადლობას უხდიან საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში და მის წარმომადგენელს, ჰამლეტ ჰუსეინოვს, საჩხერის "ჩიხურას" დირექტორს, ნუგზარ დეკანოიძეს და განსაკუთრებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელძღვანელ პირებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ორგანიზაციის დაკავებული წევრების დროულად გათავისუფლებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა