გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები დაიკარგა

დღეს ცნობილი გახდა, რომ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, წიგნების დაკარგვის ფაქტი ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა შენიშნეს , რის შემდეგაც უნივერსიტეტში წიგნის ფონდის აღწერა დაიწყო.

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა აღწერის დასრულებამდე, ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ.

"მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება დაკარგული წიგნების რაოდენობას და იმას, კონკრეტულად წიგნადი ფონდის რა ნაწილია დაკარგული, აღწერის დასრულებამდე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით",-განაცხადა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა  ანი იმნაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე