თეა წულუკიანი - მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაორმაგდეს

მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაორმაგდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მასშტაბური რეფორმები განხორიეცლდება როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

"ქალების მიმართ ყოველთვის იყო, თუნდაც სტერეოტიპების დონეზე, განსხვავებული მიდგომები, რომელიც ხან დისკრიმინაციული ფორმით ვლინდება და ზოგჯერ იღებს ტრაგიკულ ფორმას, როგორიც არის მკვლელობა. წელს რამდენიმე განსაკუთრებულად ტრაგიკული შემთხვვევა მოხდა. მთავარი არის ის, რომ როდესაც ხდება ქალის მკვლელობა, რეაქციები არის არაადეკვატური თუნდაც საზოგადოებაში, თუნდაც სხვადასხვა წრეებში. სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება ჩაატაროს", - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ქალთა ძალადობის საკითხებთან დაკავშირებთან მთავარი პრობლემა საქმისათვის კვალიფიკაციის მიცემაა. კერძოდ, წულუკიანის განცხადებით, ხშირად ქალის მკვლელობის საქმე კვალიფიცირდება 117-ე და 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს, მაშინ, როდესაც საქმე ეხება მკვლელობას.

"მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაორმაგდეს. საქართველო შეუერთდა ევროპის შესაბამის კონვენციას და დოკუმენტი საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარედგინება. დაიწყება მასშტაბური რეფორმები, რათა ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა მინიმუმამდე დავიდეს", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების თემაზე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დისკუსია მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები. სახალხო დამცველის მონაცემებით, მიმდინარე წლის განმავლობიაში ქალთა 14 მკვლელობა მოხდა. აქედან მხოლოდ მაისში 3 ქალი მოკლულია ყოფილი ქმრის მიერ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია