საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თამაშს ვეღარ აგრძელებს, რადგან პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში
მოედანზე გამოსვლა ვერ შეძლო.
ამჟამად საქართველოს ნაკრების კარს როინ კვასხვაძე იცავს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე ტაიმი მიმდინარეობს. საქართველო-ირლანდიას შორის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე ქართველი მცველების შეცდომის შედეგად ირლანდიელმა ეიდენ მაკგიდმა გახსნა.
საქართველომ თორნიკე ოქრიაშვილის შორეული დარტყმით 38-ე წუთზე გაათანაბრა. შესარჩევი ეტაპის გახსნითი ნატჩი "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.