თამარ სანიკიძემ ებრაული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოში ებრაული ენის კათედრის დამაარსებლის, ცნობილი სემიტოლოგის, ქართული ჰუმანიტარული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნას მიეძღვნა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახელმწიფო საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და ღონისძიებაც აღნიშნულ იუბილეს ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში ებრაული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოვა და საპატიო დიპლომები გადასცა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აკადემიკოს კოტე წერეთლის, როგორც საქართველოში ებრაული ენის კათედრის დამაარსებლის მოღვაწეობის ამსახელი დოკუმენტური ფილმი. ებრაული ენის საუნივერსიტეტო სწავლება საქართველოში კოტე წერეთელმა ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, რაც შეეხება აღმოსავლეთმცოდენობის ქართულ სკოლას, იგი ერთ-ერთი ძლიერი სკოლაა მსოფლიოში.

საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ: ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, საქართველოში მცხოვრები ებრაული თემის წარმომადგენლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე