პარლამენტის კინოდარბაზში "სიმინდის კუნძულის" ჩვენება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის კინოდარბაზში, რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმის - "სიმინდის კუნძულის"ჩვენება გაიმართა. ფილმი გიორგი ოვაშვილის პედაგოგმა, ცნობილმა რეჟისორმა ბუბა ხოტივარმა წარადგინა.

"სიმინდის კუნძულის" ჩვენებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ეთნიკური აფხაზები დაესწრნენ. ჩვენების დასასრულს, რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა კინოჩვენებაზე მოწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.

გიორგი ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამა "სიმინდის კუნძული" აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ბრძოლაზე, ჩაკეტილი სივრცის გარღვევის სურვილსა და სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ასწუთიან დრამაში, რომელიც ტყიბულის წყალსაცავზე ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეა გადაღებული, მთავარ როლებს ცნობილი თურქი მსახიობი - ილიას სალმანი და ქართველი არაპროფესიონალი მსახიობი - მარიამ ბუთურიშვილი ასრულებენ. ფილმი ამერიკული კინოაკადეემის უმაღლეს ჯილდოზე - "ოსკარზე" საქართველოს 2014 წლის ოფიციალური ნომინანტი და კარლოვი ვარის პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის 2014 წლის გრანპრის - "ბროლის გლობუსის" მფლობელია. "სიმინდის კუნძული" ექვსი ქვეყნის - საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქციაა და მისმა ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს