საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიანტ და არალიცენზიანტ კომპანიებს გაფრთხილება მისცა და კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის დამატებით ვადად 5 სამუშაო დღე განუსაზღვრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სემეკიდან აცნობეს, საჯარო სხდომაზე მიღებული კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში კომპანიების მიერ არ მოხდება კომისიის 2009 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დოკუმენტაციების კომისიაში სრულყოფილად წარმოდგენა, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მათივე ინფორმაციით, 2013 წლის საქმიანობისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კომისიაში სრულყოფილი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ შემდეგ ლიცენზიატ და არალიცენზიატ კომპანიებს: სს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია"; შპს "ჯიფაუერი"; სს "ზაჰესი"; შპს "ვარდნილჰესების კასკადი";შპს "ენგურჰესი"; სს "ხრამჰესი–1"; სს "ხრამჰესი–2"; სს "კორპორაცია ქინძმარაული" – ჩალაჰესი; სს "ზაჰესი" – კინკიშაჰესი, ჩხოროწყუჰესი; სს "ენერგო პრო ჯორჯია" – სიონჰესი, მარტყოფჰესი; შპს "პრაიმ ენერჯი"– ინწობაჰესი; შპს "გლობალ ენერჯი" – პანტიანიჰესი; შპს "ქცია–94" – დაშბაშ ჰესი; შპს "სანალია"–სანალიაჰესი; შპს "ყაზბეგიჰესი"; შპს "ენერგეტიკი"; შპს "ლოპოტა ენერჯი" – ლოპოტაჰესი; შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" – ფშაველაჰესი; შპს "ფერი" – ხადორი 2 ჰესი; შპს "ბაკური"–მაჭახელაჰესი; შპს "ენტო" – მისაქციელიჰესი; შპს "კაბალჰესი 2006" – კაბალჰესი; შპს "ვოთერ ენერჯი" – ოკამიჰესი; შპს "ორბა 2008"–ზვარეთი ჰესი; სს "მცირე ენერჯი" – აჭიჰესი; მაშავერაჰესი; სპს "ხანჰესი ეგნატე დავლიშვილი" – ხანჰესი.