დევნილთა სამინისტრო ფოთიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობის მონაწილეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფოთიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობის მონაწილე 3 ქალთან დაკავშირებით დევნილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"მანანა მიქაიამ, ლალი ბასილაიამ და დარეჯან ცქვიტარიამ ფოთიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს, ისინი ფოთში 280 დევნილი ოჯახისათვის ბინების "არაკანონიერად" განაწილებას აპროტესტებენ.

მანანა მიქაიმ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 0 ქულა მიიღო. ლალი ბასილაია დევნილის მეუღლეა თავად არადევნილი, მათ ოჯახს 1 ქულა აქვს. აღნიშნული ქულები ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად საკმარისი არ არის.

მსვლელობის მესამე მონაწილე და ორგანიზატორი დარეჯან ცქვიტარია დევნილი არ არის, ის ფოთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროცესი მართულია და დაფინანსებულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ.

სამინისტროს წარმომადგენელები დევნილ ქალბატონებთან შესახვედრად და მათი პრეტენზიების მოსასმენად ფოთში ორჯერ ჩავიდნენ. მინისტრის მოადგილეები დევნილებს სამინისტროშიც არა ერთხელ შეხვდნენ და მათ ყველა შეკითხვას დეტალურად უპასუხეს.

მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი მანანა მიქაიას, ლალი ბასილაიას და დარეჯან ცქვიტარის ფოთიდან თბილისამდე მსვლელობის დროსაც შეხვდნენ. დევნილები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმმჯდომარემ ეკა ბესელიამაც მიიღო. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ფოთის მერი ირაკლი კაკულია", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ფოთში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 280 დევნილ ოჯახზე ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა. ამ პროცესში მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იღებდნენ, რომლებმაც ბინების განაწილების სამართლინობა დაადასტურეს.

სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ალიანსი "ოქროს საწმისი", "დიოსკურია", "ჩართულობიდან დემოკრატიამდე" და სხვა) მონიტორინგი ჩაუტარეს იმ დევნილ ოჯახებს, რომელთათვისაც საცხოვრებელი ფართის გადაცემის კანონიერებას ეჭვქვეშ მსვლელობის მონაწილეები აყენებდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის თანახმად, ყველა დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სამართლიანად, კრიტერიუმების სრული დაცვით გადაეცა. გადამოწმების პროცესში, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესებამებოდა მათ ქულას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია