"თელასმა" 35/6-კილოვოლტიან ქვესადგურში "საბურთალო-1" ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორის სამონტაჟე სამუშაოები დაასრულა

კომპანია "თელასმა" 35/6-კილოვოლტიან ქვესადგურში "საბურთალო-1" ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორის სამონტაჟე სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით საბურთალოს რაიონის 23 200 აბონენტს უზრუნველყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ქვესადგურში "საბურთალო-1" მოძველებული 25-მეგავოლტამპერიანი ძალოვანი ტრანსფორმატორი შეიცვალა ახალი, უფრო მძლავრი 32-მეგავოლტამპერიანი თანამედროვე სტანდარტების ტრანსფორმატორით, რომელიც მუშაობის ხანგრძლივობით, საიმედოობით და გადატვირთვების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. ახალი ტრანსფორმატორის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ,,ინტერ რაოს" ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ესწრებოდნენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე კომპანია "თელასმა" პირველად დაამონტაჟა ასეთი სიმძლავრის ტრანსფორმატორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური და სწრაფად მზარდი რაიონის ელექტროქსელის გაფართოების და განვითარებისთვის. ჩატარებული სამუშაოების შედეგად საგრძნობლად გაიზრდება მოსახლეობის და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტების - წყალსადენის, მეტროპოლიტენის, ტელევიზიის, საავადმყოფოების, სამრეწველო ობიექტების ენერგომომარაგების საიმედოობა და ხარისხი.

კომპანია "თელასი" მომავალშიც აპირებს განახორციელოს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქსელის მუშაობის ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა