უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

"უკრაინაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლანის სამი "კანონიერი ქურდი" ცდილობდა უკრაინაში გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხი გადაეწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა მუშაკებმა ხელი შეუშალეს ქურდების შეხვედრას და ყველა მათგანის დეპორტირება მოხდება. "კანონიერი ქურდების" ხელისუფლება უკრაინაში არ იქნება, ისევე როგორც მათ არ იქნებათ გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ არ მივცემთ უფლებას "ბანდიტებს" პარაზიტობის უფლებას, რათა ხელი მოითბონ უკრაინაში არსებულ სირთულეებზე", - წერს ავაკოვი.

მისივე ინფორმაციით, "ქურდების შეკრება" ორგანიზებული იყო მერაბ ჯანგველაძის მიერ. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ქუთაისის მკვიდრი, 38 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "ვატია", 33 წლის "ლავასოღლი ბათუმსკი", რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 4-ჯერ დააკავეს, ასევე ე.წ. სოხუმის კლანის წარმომადგენელი, 43 წლის "კანონიერი ქურდი" მეტსახელად "გუგა".

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში ქართველი "კანონიერი ქურდები" დააკავეს

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა