გაფორმების ეკონომიკურ ზონაში "გეზი თბილისი", შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობასა და "ოქროს სიის" მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, "ოქროს სიის" მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დაგეგმილ ახალ მომსახურებებს, რაც თავის მხრივ, პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები. როგორც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ხარისხიანი სერვისების შეთავაზების პარალელურად, ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ყველა მეწარმის თანაბარ პირობებში ჩაყენებაც. სწორედ ამიტომ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისა და მეწარმეების შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მომავალშიც რეგულარულად გაიმართება.