სემეკი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტის ვალდებულებებს განმარტავს. როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული , ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400-ლარიანი პაკეტის ფარგლებში განახორციელოს ახალი მომხმარებელის ქსელზე მიერთება და უზრუნველყოს ერთი დანადგარის (გაზქურის) დაერთება.
"ამავე დროს, 0–6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ერთი წერტილის მოწყობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დანადგარის (გაზქურის) გამოყენებით. 0–6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად ისარგებლოს გაზქურით, 3 სტანდარტული ტიპის გამათბობელით, 1 წყლის გამაცხელებელით ან 2 გაზქურითა და 36 კვ სიმძლავის ცენტრალური გათბობის ქვაბით. დამატებით წერტილების მოწყობის მიზნით მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ლიცენზიანტ კომპანიას ან სამშენებლო–სამონტაჟო კერძო კომპანიას", - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.