დღეს წმინდა ეკატერინეს ხსენების დღე აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. წმინდა ეკატერინე თავისი განათლებით, სიბრძნითა და გონიერებით გამოირჩეოდა. ქრისტეს შესახებ მას დედის მოძღვარმა უქადაგა, რის შემდეგადაც იგი მოინათლა. სიზმრისეულ ხილვაში უფალმა მას ოქროს ბეჭედი უბოძა, რომელიც გამოღვიძების შემდეგ ხელზე ეკეთა.

ალექსანდრიაში გამართულ წარმართულ დღესასწაულზე, რომელსაც იმპერატორი მაქსიმინი ესწრებოდა, წმინდა ეკატერინემ უარი განაცხადა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და მსხვერპლი შეეწირა. ამის გამო, წმინდა ეკატერინეს 305-313 წლებში იმპერატორის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

მანამდე წმინდანმა ქრისტიანობაზე 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია, რომლებმაც იმპერატორისგან სატანჯველი დაიმსახურეს.

ნეტარ ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით სინას მთაზე მიაკვლიეს. წმინდანის თავი და მარცხენა ხელის მტევანი სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაბრძანებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია