გიორგი ქადაგიძე - საქართველოს ეროვნული ბანკი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის ფარგლებში, ბაზელის ძირითადი კომიტეტის ზედამხედველობის დანერგვის ჯგუფში (Supervision and Implementation Group) იწყებს მუშობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი ბაზელის კომიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც საერთაშორისო საზედამხედველო პოლიტიკაში მოწინავე მიდგომების დანერგვაზე მუშაობს და მის მიერ შემუშავებული ზედამხედველობის პრინციპები ფაქტობრივ საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს.

მის ფარგლებში, აქტივების ხარისხის პრუდენციული ნორმების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ბაზელში, 21 იანვარს გაიმართება, რომელშიც მონაწილებას მიიღებენ ევროპის ცენტრალური ბანკის, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის, ინგლისის ბანკის და სხვა მოწინავე საზედამხედველო ინსტიტუტების წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნულ ბანკს, ბაზელის საკონსულტაცო ჯგუფის პოლონელ კოლეგასთან ერთად, სპეციალიზირებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის, კორპორატიული და მცირე და საშუალო საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი წარმოადგენს. საქართველო აღნიშნული დონის სამუშაო ჯგუფში გამოცდილების გასაზიარებლად პირველად მიიწვიეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად ავითარებდა საბანკო ზედამხედველობის თანამედროვე მიდგომებს. განსაკუთრებით დიდი გამოცდილება დაგროვდა აქტივების ხარისხის (AQR) რისკების შეფასების მიმართულებით. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა FSAP-ის მისიის შეფასებამ, რომლის ვრცელი დოკუმენტაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომები საკრედიტო რისკის ნაწილში შეფასდა, როგორც ძალიან მოწინავე.

"საქართველოს ეროვნული ბანკი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციით, გასულ წელს 15-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური ბანკის დელეგაცია გვეწვია ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად. ახლა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს დიდ საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფებში იწვევენ სამუშაოდ, რათა ეროვნული ბანკის მეირ დანერგილი სამაგალითო მოდელები ხელმისაწვდომი გახდეს სხვა უცხოური ცენტრალური ბანკებისთვისაც. ეს წარმატება მართლაც საამაყოა საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის, როდესაც გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო საზედამხედველო სტანდარტების დანერგვის პროცესში",- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან